|
თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა"® დამზადებულია მცენარეული ნარჩენებისგან და გამოიყენება, ფესვით და ფესგვარეშე კვებისთვის, ყველა სახის მცენარისთვის - ბოსტნეული, ბაღჩეული, მარცვლეული (ხორბალი, ქერი, სიმინდი და ა.შ.), ყვავილები, გაზონის ბალახი და სხვ.; "ორგანიკა"®, აგრეთვე, გამოიყენება როგორც ნიადაგის თვისიებების გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის საშუალება (ჰუმუსი, აგრეგატული მდგომარეობა და ა. შ.);
სასუქი განსაკუთრებით ეფექტურია ორგანულ მეურნეობებში.
თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა" არის ქართული წარმოების,
ერთადერთი სასუქი რომელსაც მოპოვებული აქვს ორგანული სერტიფიკატი და ოფიციალურად დაშვებულია,
როგორც საქართველოში ასევე ევროკავშირში, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად
- ინტენსიური ყვავილობა, გაცილებით საღი, ჯანსაღი და მკვრივი ნაყოფი;
- ხარისხიანი მოსავალი, შენახვის ვადის გახანგრძლივება;
- ნაყოფის ბუნებრივი არომატი, მეტი რაოდენობით ვიტამინების და შაქრების შემცველობა;
- მცენარის მეტი გამძლეობა სტრესებისადმი;
- სასუქის დაბალი ღირებულება, იაფი ტრანსპორტირება და მარტივი გამოყენება;
- ნიადაგში ორგანული შემცველობის ზრდა, ფიზიკო-ქიმიური თვისებების გაუმჯობესება და დაცვა გამოფიტვისგან;
- არ არსებობს მავნე ეფექტი და უკუჩვენება;
- ნიტრატების არ არსებობა ნიადაგში, მცენარეებსა და ნაყოფში;
- მოსავლანობის მატება 15-20%-ით.
|